სიმეონე მივიდა კლუბში და მოიგო ორი ევროპა ლიგა, ასევე ორი ლა ლიგის ტიტული. ატლეტიკომ ასევე მიაღწია ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალს სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ორივე წააგო... მეორე ფინალის მარცხი სიმეონესთვის ძლიერი დარტყმა იყო.
"როდესაც ყველაფერი კარგად არ მიდის, როგორც ეს ნებისმიერ სამსახურში ხდება ხოლმე, შენ სახლში უარყოფითი ენერგიით ბრუნდები, მაგრამ ხედავ, რომ შენი ქალიშვილები იცინიან, ცოლი გიღიმის და ეს გაბრაზება იცვლება. ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალის წაგება ძალიან რთულად გადასატანი იყო, კიდევ ერთმა მარცხმა გამანადგურა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უნდა იყო მზად როგორც 90, ისე 120 წუთის სათამაშოდ. მზად უნდა იყო პენალტების სერიის სათამაშოდ, შენ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან ეს ფინალია. ჩვენ ვითამაშეთ 120 წუთი და შემდეგ წავაგეთ... მეორე ფინალში ვითამაშეთ პენალტების სერია, მაგრამ ისევ წავაგეთ. მეორე მარცხი უკვე ძალიან მძიმე იყო. ძალიან სევდიანი ვიყავი, იყო დღეები როდესაც ვფიქრობდი წასვლაზე. არ ვიცოდი მექნებოდა თუ არა ძალა, ამ კლუბში მუშაობის გასაგრძელებლად.
ჩემი მეუღლე კარლა ძალიან დამეხმარა... დამეხმარა ყველაფრის თავიდან დაწყებაში. ფეხბურთი ძალიან ცვალებადი რამაა — თქვენ მოიგებთ ერთ თამაშს და ხართ საუკეთესო, შემდეგ წააგებთ მომდევნო შეხვედრას და ყველა გაკრიტიკებთ. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ არავის წაართმევს იმას, რისთვისაც ამდენი იშრომეს, მაგრამ ხალხს მხოლოდ დღევანდელი დღე აინტერესებთ. ცხოვრებაც ხომ ასეთია? როცა მეგობრებთან ერთად ხართ და მათთან დროს საინტერესოდ არ ატარებთ, ეს მეგობრობა ხომ ნელ-ნელა გაქრება? ასეთია ცხოვრება და ასეთია ფეხბურთიც."









