ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველი ტურის მატჩი მადრიდის რეალსა და მარსელს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ორივე გოლი კილიან მბაპემ პენალტით გაიტანა, თუმცა რეალის სასარგებლოდ დანიშნულ მეორე თერთმეტმეტრიანს დიდი დავა მოჰყვა.
მაგალითად, მარსელის ყოფილი ფეხბურთელი სამირ ნასრი თვლის, რომ იმ ეპიზოდში პენალტი არ იყო.
"ახსნას ვერ ვუძებნი, რატომ დაიდო პენალტი და რატომ მიიღო მსაჯმა ეს გადაწყვეტილება. არამგონია, სხვა კლუბი რომ ყოფილიყო, მსაჯები ასე მოქცეულიყვნენ. ამას მხოლოდ რეალს უკეთებენ", - განაცხადა ნასრიმ.
თავის მხრივ, მატჩის შემდეგ კომენტარი თამაშის გმირმა და საუკეთესო მოთამაშემ კილიან მბაპემაც გააკეთა.
"ვიცი, რომ ბევრი ამბობს, მეორე პენალტი დასანიშნი არ იყოვო, თუმცა ასე არ ვთვლი. ხალხის აზრით, ყველა ხელი პენალტია და ამით ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა მბაპემ.









