საქართველოს ნაკრების მთავარამ მწვრთნელმა ვილი სანიოლა ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგების შესახებ ისაუბრა.
"კვარა ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმსახურებდა და ამისთვის უკვე მზად იყო. ხვიჩამ ძალიან მალე აითვისა ლიდერული თვისებები.
კვარაცხელია საქართველოს ელჩია და ის არის ერთ-ერთი მიზეზი, რიც გამოც ამ ქვეყანას ბევრი სკაუტი სტუმრობს.
სასიხარულოა, რომ ნაკრებში გვყავს ისეთი მოთამაშე კვარას სახით, რომელსაც შეუძლია გუნდს წინ გაუძღვეს და ნაკრების მემანქანე იყოს", - განაცხადა სანიოლმა.









