"კაკას ეკეთა სათვალე, ჰქონდა იდეალურად დავარცხნილი თმა და პატიოსანი ბიჭის გამომეტყველება. ის საერთოდ არ ჰგავდა ბრაზილიელ ფეხბურთელს, უფრო კოლეჯის სტუდენტს მაგონებდა. რიკის მხოლოდ წიგნები და საჭმლით სავსე კონტეინერი აკლდა. რაც შეეხება მის თამაშს, როდესაც ის ბურთს შეეხო, ყველა კითხვას პასუხი გაეცა.
ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ბურთთან ერთად ნამდვილი მკვლელი იყო, მისი შეჩერება კი - პრაქტიკულად შეუძლებელი. მახსოვს, პირველ ვარჯიშზე "სელესაოს" გამთამაშებელს მთელი ძალით დაეჯახა გატუზო, რის შემდეგაც ჩვენ გვეგონა, რომ ის დაიშლებოდა, მაგრამ მან ბურთიც კი არ დაკარგა.
ვარჯიშის შემდეგ, დავურეკე გალიანის და ვუთხარი, რომ მილანის განკარგულებაში კაკას სახით ახალი ფენომენი იყო გადმოსული", - განაცხადა "სამეფო კლუბის" დამრიგებელმა ყოფილი ბრაზილიელი გამთამაშებლის შესახებ.











