მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ისაუბრა თავის საქმიანობაში არსებული სირთულეების შესახებ. იტალიელი სპეციალისტის კომენტარი ასეთია:
"ვმუშაობ ძალიან კარგ მოთამაშეებთან, რაც დიდი პატივია. ვხედავ მათ მონდომებასა და ენთუზიაზმს. ისინი სწავლობენ, შრომობენ და იხვეწებიან. მომწონს ჩემი სამსახური, რეალი კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. დამრიგებლობა სტრესით და პრობლემებით სავსე საქმიანობაა. მოთამაშეებს შორის ხშირია სხვადასხვა მიზეზის გამო უკმაყოფილება, პირველ რიგში, სათამაშო დროის სიმცირის გამო.
მწვრთნელის ვალდებულება ამ ყველაფრის გაკონტროლებაა. თუ გაგექცა სადავეები, განწირული ხარ. ამ მხრივ, დიდი გუნდის დამრიგებლობა სტრესი უფროა, ვიდრე ბედნიერება. მადრიდში მუშაობით კი ორმაგ ზეწოლას განიცდი", - განაცხადა "ბლანკოსის" მწვრთნელმა, რომელმაც თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოაგებინა.











