"როდესაც რონალდო გადმოვიდა მილანში, ის იწონიდა 100 კილოგრამს. სადებიუტო შეხვედრის წინ, მას ვუთხარი, რომ სანამ წონაში არ დაიკლებდა, ვერ ითამაშებდა. ნაზარიო არ დამეთანხმა და მიპასუხა: "გინდა რომ ვირბინო თუ გოლები გავიტანო? თუ მხოლოდ სირბილია, მაშინ სათადარიგოთა სკამზე დამტოვე.
თუ ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ, მოედანზე გამომიშვი", - თქვა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა. მაინც გადავწყვიტე მისი სასტარტოში დაყენება - ის არ დარბოდა, მაგრამ დუბლი გაიფორმა", - გაიხსენა იტალიელმა სპეციალისტმა. საუბარია სიენასთან გამართულ მატჩზე, რომელიც "შავ-წითლებმა" ანგარიშით 4:3 მოიგეს.
ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ტრავმების გამო ლომბარდიული კარიერის უმეტესი ნაწილი გამოტოვა. მან მოახერხა მხოლოდ 20 შეხვედრის ჩატარება, რომელშიც 9 ბურთი გაიტანა. ანჩელოტის გუნდის შემდეგ, ლეგენდარული მე-9 ნომერი გადავიდა კორინთიანსში, სადაც მალევე კარიერაც დაასრულა.











