"ჩემი აზრით, ვინისიუს ჟუნიორი ოქროს ბურთს მოიგებს!
კარვახალსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა — მოიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი... მაგრამ ვინისიუსი ამას იმსახურებს. ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მოიგო ლა ლიგა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სადაც ნახევარფინალსა და ფინალში გოლის გატანაც მოახერხა. რაც შეეხება ჯუდს, მასაც ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის მოგება სუპერ შედეგია.
როდრი ასევე, საოცრად ძლიერი ნახევარმცველია... ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და მასაც ექნება პრეტენზია გამარჯვებაზე."
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს გაიმართება.









