მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა. მისი აზრით, თასს მადრიდის რეალი ან მანჩესტერ სიტი აღმართავს. შეგახსენებთ, რომ ორმა კლუბმა უკვე ჩაატარა თავისი 1/8 ფინალური მატჩი: ესპანელებმა დაამარცხეს რედ ბულ ლაიფციგი, "ქალაქელებმა" კი - კოპენჰაგენი.
"ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები? რეალისა და მან. სიტის გარდა, სხვა ვერავინ წარმომიდგენია. ანჩელოტისა და გვარდიოლას ხელში, ეს ორი გუნდი ნამდვილი ტიტულების მანქანაა. შეიძლება ვცდები და ჩემპიონი გახდეს სულ სხვა კლუბი, მაგრამ ამ ეტაპზე რასაც ვუყურებ, ყველაზე ძლიერები მადრიდელები და მანჩესტერელები არიან", - განაცხადა ინგლისელმა ყოფილმა უკანახაზელმა.
როგორც აღვნიშნეთ, "სამეფო კლუბმა" და "ლურჯებმა" თავიანთი პირველი შეხვედრები მოიგეს. ორივე გუნდი განმეორებით თამაშს ჩაატარებს 6 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე. აქვე დავამატებთ, დღეს, 14 თებერვალს, 1/8 ფინალის ფარგლებში პარი სენ-ჟერმენი უმასპინძლებს რეალ სოსიედადს, მიუნხენის ბაიერნი კი რომის ლაციოს ესტუმრება.









