საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიერი ანრიმ კომენტარი გააკეთა იმ შემადგენლობის შესახებ, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ფრანგ დამრიგებელს ეროვნულ გუნდში უნდოდა კილიან მბაპესა და ანტუან გრიზმანის ხილვაც, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით მას პრობლემები შეექმნა.
"შემადგენლობაში იქნება სამი 23 წელს ზემოთ ფეხბურთელი, მეტს ვერაფერს ვიტყვი. პრობლემას წარმოადგენს კლუბების პოზიცია, მათ აქვთ უფლება, რომ მოთამაშე ოლიმპიადაზე არ გაუშვან. მბაპე და გრიზმანი? - ამდენი უარი კოლეჯში სწავლების დროსაც კი არ მიმიღია. ამის მიუხედავად, ეროვნული გუნდის კარი დახურული არავისთვის არის.
არ ვამტყუნებ გუნდებს, რომლებმაც არ გაუშვეს თავისი ფეხბურთელები, უბრალოდ მათი უარის შემდეგ, ყველაფერი რთულდება. ვეცდები წარმატების მიღწევას იმ მოთამაშეებით, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იქნებიან", - განაცხადა "მამლების" დამრიგებელმა.











