სერია ა-ს ბოლოს ტურში, სადაც ერთმანეთს ნაპოლი და უდინეზე დაუპირისპირდნენ, ანტონიო კონტეს გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რასაც შემდგომში გუნდის ლიდერის ტრავმაც დაემატა. დავიდ ნერესმა ფეხის კუნთის საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით 40 დღე ვერ დაეხმარება.
დავიდ ნერესის გარდა ტრავმები აწუხებთ ლეონარდო სპინაცოლას, მატიას ოლივეირასა და ალესანდრო ბონჯორნოსაც.
ნაპოლი მომდევნო ტურში ლაციოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ანტონიო კონტეს გუნდი 24 ტურის შემდეგ, 55 ქულით, სერია ა-ს ლიდერია.