სეზონის პირველი ელ კლასიკოს დასრულების შემდეგ, სადაც რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბარსელონა 2-1 დაამარცხა, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ მატჩის წინ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება და გუნდი მოედანზე მოტივირებული გამოვიდა. ბიჭებმა შეიგრძნეს დიდი თამაშის მოგების გემო და ამით ძალიან ბედნიერი ვარ."
"დაპირისპირება მატჩის შემდეგ? ეს პირველად არ ხდება, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის მატჩში, როგორიც ელ კლასიკოა. ვფიქრობ, რომ არ ღირს ამ ყველაფერზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება" — განაცხადა ჩაბი ალონსომ.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, რეალს 27 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარა, ხოლო ბარსელონა 22 ქულით მეორე ადგილს იკავებს. სამეფო კლუბი მომდევნო ტურში ვალენსიას უმასპინძლებს, ბლაუგრანა კი საკუთარ მოედანზე ელჩეს მიიღებს.









