ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში, სეზონის პირველ ელ კლასიკო შედგა, სადაც რეალმა ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საკამათო ეპიზოდი მოხდა — საჯარიმოში კარვახალმა არაუხო წააქცია, თუმცა, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
აღნიშნულ ეპიზოდზე კომენტარი ყოფილმა მსაჯმა, მეტეუ ლაოსმა გააკეთა: "არ ვიცი რატომ არ დაინიშნა რაელის კარში პენალტი. ამას მხოლოდ ის ახსნა შეიძლება ჰქონდეს, რომ ელ კლასიკო იყო. სხვა ნებისმიერ მატჩში პენალტი დაინიშნებოდა."









