ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'equipe პსჟ-ს ფრანგი ნახევარმცველის, უორენ ზაირე-ემერის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია მისი სათამაშო უნარები, რომ პსჟ მას ბევრ პოზიციაზე ერთად იყენებს და მარჯვენა მცველადაც ათამაშებს ხოლმე.
ამ განხილვასთან ერთად, ფრანგული პრესა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის კომენტარსაც გვთავაზობს.
"მესმის, რომ ამ ფეხბურთელის პოზიციის გარშემო ბევრი განხილვაა. მისი მარჯვენა მცველად წარმატებით თამაში არ გამიკვირვებია, რადგან სხარტია და აქვს იმის უნარი, რომ ფლანგზე საჭირო და არაპროგნოზირებადი მოთამაშე იყოს.
ასევე, ზაირე-ემერის შეტევაშიც შეუძლია პროდუქტიულობის მოტანა, რადგან ნახევარდაცვაში თამაშის კარგი უნარები აქვს", - განაცხადა სანიოლმა.
19 წლის ზაირე-ემერი პსჟ-ს მთავარ გუნდში უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონია თამაშობს. ის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც იქნა გამოძახებული.









