პრემიერ ლიგის 32-ე ტურში ლივერპულის სუპერვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა ახალი რეკორდი დაამყარა! ვესტ ჰემთან შეხვედრაში, ეგვიპტელმა მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც 32 წლის ვინგერმა მოახერხა და 38-მატჩიან სეზონში, 45 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ამ შედეგით ტიერი ანრისა და ერლინგ ჰოლანდს გადაასწრო.
ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება 38-მატჩიან სეზონში (გოლს+ასისტი):
1. მო სალაჰი - 45 საგოლე მოქმედება
2. ერლინგ ჰოლანდი - 44 საგოლე მოქმედება
3. ტიერი ანრი - 44 საგოლე მოქმედება
4. ლუის სუარესი - 43 საგოლე მოქმედება









