"ლივერპულში მუშაობა მსურს, ეს საიდუმლო არაა. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ორივე კლუბში იციან. ფეინოორდი და ლივერპული მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
მოლოდინის რეჟიმში ვარ, მალე გავიგებთ შედგება თუ არა გარიგება, თუმცა მე იმედიანად ვარ. მჯერა, რომ შეთანხმება შედგება."
ლივერპულმა არნე სლოტის თაობაზე მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როტერდამული კლუბი, მთავარი მწვრთნელის სანაცვლოდ, საკმაოდ სოლიდურ საკომისიოს ითხოვს. მერსისაიდული გუნდის პირველი შეთავაზება, €9 მილიონი, უკვე დაიბლოკა, თუმცა ამის მიუხედავად, ლივერპულში სჯერათ, რომ შეთანხმება მაინც შედგება.










