ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში, ლონდონის არსენალმა ბორნმუთს უმასპინძლა და სენსაციურად 1-2 დამარცხდა.
მატჩის ანგარიში მე-17 წუთზე კროუპიმ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 35-ე წუთზე იოკერეშმა გამოიჩინა თავი და წონასწორობა აღადგინა. 74-ე წუთზე, სკოტმა აიღო არსენალის კარი და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.
არსენალი 1-2 ბორნმუთი
გოლები: 0-1 კროუპი (17'), 1-1 იოკერეში (35'),1-2 სკოტი (74')
აღნიშნული მატჩის შემდეგ, არსენალს 70 ქულა დარჩა, პირველ ადგილზე იმყოფება და მანჩესტერ სიტის 9 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და აქვთ შანსი, რომ მეთოფეებთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირონ.









