შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ანგარიში "მეთოფეებმა" მატჩის მიწურულს გახსნეს — 81-ე წუთზე თავი მერინომ გამოიჩინა, ხოლო ზუსტად 6 წუთში, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 0:2 დააფიქსირა.
25 ტურის შემდეგ არსენალს 53 ქულა აქვს, მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერს, ლივერპულს 4 ქულით ჩამორჩება, ლესტერი კი 17 ქულით მე-18 ადგილზეა. მომდევნო ტურში მეთოფეები ვესტ ჰემს უმასპინძლებენ, მელიები კი ბრენტფორდს მიიღებენ.









