პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა არსენალისა და ასტონ ვილას დაპირისპირება იხილა. იმის მიუხედავად, რომ უნაი ემერის გუნდი ლონდონში 11-მატჩიანი მოგებათა სერიით ჩავიდა, მიკელ არტეტას გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
არსენალმა მეტოქეს არც მეტი, არც ნაკლები 4 გოლი გაუტანა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
მიკელ არტეტას გუნდი ახალ 2026 წელს წელს 45 ქულითა და პირველი ადგილით ხვდება!
არსენალი 4-1 ასტონ ვილა
გოლები: 1-0 გაბრიელ მაგალიაესი 48', 2-0 მარტინ სუბიმენდი 52', 3-0 ლეანდრო ტროსარი 69', 4-0 გაბრიელ ჟესუსი 78', 4-1 ოლი უოტკინსი 90+5'.
სხვა მატჩები:
ჩელსი 2-2 ბორნმუთი
ბარნლი 1-3 ნიუკასლი
ვესტ ჰემი 2-2 ბრაიტონი
ნოტინგემ ფორესტი 0-2 ევერტონი
მანჩესტერ იუნაიტედი 1-1 ვულვზი









