2025 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავოიტებად უსმან დემბელე, აშრაფ ჰაკიმი და ლამინე იამალი ითვლებიან.
თუმცა მანჩესტერ იუნაიდეის ბრაზილიელ ნახევარმცველს კაზემიროს ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს.
"ჩემი აზრით, ოქროს ბურთი მოჰამედ სალაჰმა უნდა მოიგოს. გასული სეზონის საუკეთესო სწორედ ის იყო.
გაიტანა ბევრი გოლი, გააკეთა ბევრი საგოლე გადაცემა და მთელს სეზონში ყველაზე მეტად სტაბილურობით ის გაოირჩებოდა", - განაცხადა კაზემირომ.
ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ერთად, ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის სალაჰიც მოხვდა.









