"სერია ა-ს აქტიურად ვადევნებ თვალს და მინდა აღვნიშნო, რომ იტალიური ფეხბურთი ნამდვილად ვითარდება. ჩემპიონატი დაბალანსებულია და კონკურენტუნარიანი. გვყავს მოულოდნელი ლიდერები: ლაციო და ფიორე, ასევე, მოწინავე პოზიციებზე დაბრუნდა ნაპოლიც. ყველაზე ძლიერი, ჩემი აზრით, ატალანტა არის.
საკმარისია შევხედოთ, თუ რა შედეგიანებით არიან ბერგამოელები ჩემპიონთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, არ შემიძლია ინტერნაციონალეს გამოტოვებაც - გუნდი, რომელსაც დაცული აქვს ბალანსი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის. მილანელები სწორ გზაზე არიან", - განაცხადა გერმანიის ეროვნული გუნდის ყოფილმა შუახაზელმა.











