ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს დატოვებს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"დონარუმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ამას საუბარიც არ უნდა, თუმცა ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება, განსაკუთრებით მაღალი დონის ფეხბურთელის.
ამ გადაწყვეტილებაში 100%-იან პასუხისმგებლობას მე ვიღებ", - განაცხადა ენრიკემ.









