ტიერი ანრიმ ისაუბრა სერია ა-ს გუნდების წარუმატებლობაზე ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში. შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი დამარცხდა გალათასარაისთან, ინტერი - ბოდო გლიმტთან, ატალანტა კი დორტმუნდთან. ფრანგ ექს-ფორვარდს კალჩოს წარმომადგენლების კრახი არ გაკვირვებია.
"იუვენტუსი განადგურდა გალათასარაისთან, ინტერი აღმოჩნდა სენსაციური ბოდო გლიმტის მორიგი მსხვერპლი, ატალანტამ კი დორტმუნდს ვერაფერი მოუხერხა. გიკვირთ? სამწუხაროდ, იტალიური ფეხბურთის ამჟამინდელი მდგომარეობა სწორედ ასეთია. არასწორად არ გამიგოთ, ნაადრევად არავინ ჩამომიწერია.
წინ განმეორებითი მატჩებია, თუმცა რამდენად შეძლებენ სერია ა-ს გუნდები ქამბექის მოხდენას, რთული სათქმელია. დაველოდოთ საპასუხო შეხვედრებს, საბოლოო დასკვნის მიღებისთვის. "









