
"ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, თუმცა, სწრაფად ვიზრდებით და წარმატებაში დარწმუნებულები ვართ. გვინდა, რომ წინა წელთან შედარებით უკეთესი სეზონი გვქონდეს და ვფიქრობ, რომ ამისთვის კარგად მოვემზადეთ - მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას" - ლენს სტროლი, ასტონ მარტინის პილოტი.

"ამაყი ვარ მთელი გუნდით, რომელმაც მოკლე დროში დიდი პროგრესი აჩვენა არა მხოლოდ ტრასაზე, არამედ მის გარეთაც. ყოველთვის მომწონს ის გრძნობა, რაც ახალი სეზონის დაწყების წინ მეუფლება. ვფიქრობ, უკეთესად მოვემზადეთ ამ სეზონისთვის და მოუთმენლად ველოდები როდის მოვხვდები მწვანე ბოლიდის საჭესთან" - აღნიშნა ფერნანდო ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი სტარტს 2 მარტს, ბაჰრეინში აიღებს და 8 დეკემბერს აბუ დაბიში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ წელს რეკორდული რაოდენობის, 24 რბოლა გაიმართება.









