მოსამართლემ კარეჯის სპორტული მედიცინის ყოფილი დირექტორი და ფიორენტინას ყოფილი სპორტული კონსულტანტი ჯორჯო გალანტი, დამნაშავედ სცნო. პროფესორს ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში.
ბრალდების მხარის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ის იყო, რომ ჯორჯო გალანტიმ ასტორის თაობაზე არასწორი სამედიცინო დასკვნა დადო — ფეხბურთელს არითმოგენული კარდიომიოპათია ჰქონდა, მისთვის დატვირთვით ვარჯიში არ შეიძლებოდა, რაც სამედიცინო დასკვნაში არ ასახულა. გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, მოსამართლემ დღეს დილით დაადასტურა. იტალიელ ექიმს მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.










