შეხვედრის ანგარიში უკრაინულმა გუნდმა მე-18 წუთზე გახსნა — თავი კევინმა გამოიჩინა. 37-ე წუთზე მეტოქის კარი სუდაკოვმა აიღო და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.
აღნიშნული მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო საქართველოს ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა — მან თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც სუდაკოვმა ზუსტად შეასრულა.
7 მატჩს შემდეგ, შახტარს 7 ქულა აქვს და 27-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო ბრესტი 13 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს. უკრაინელები მომდევნო ტურში დორტმუნდს ესტუმრებიან, ხოლო ფრანგები რეალს უმასპინძლებენ.
დღევანდელი სათამაშო დღის მეორე ადრეული მატჩი გერმანიაში გაიმართა, სადაც ლაიპციგმა სპორტინგი მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.









