ნიდერლანდელმა მრბოლელმა საუკეთესო წრე 1:29.179 წუთში გაიარა და ხვალინდელ რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს. მეორე ადგილზე ფერარის პილოტი, შარლ ლეკლერი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია მერსედესის ბრიტანელმა მრბოლელმა, ჯორჯ რასელმა დაიკავა.
ბაჰრეინის გრან პრის რბოლა ხვალ, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.










