შეხვედრაში პირველი გოლი ჯამალ მუსიალამ გაიტანა. მე-20 წუთზე ახალგაზრდა გერმანელმა საკუთარი გუნდი ეფექტური გოლით წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, მასპინძელი გუნდი გააქტიურდა, რასაც ორი გატანალი გოლიც მოჰყვა. მეორე ტაიმის სტარტზე ლოვრო მაიერმა ბაიერნს დუბლი შეუსრულა და ჰაზენჰუტლის გუნდმა მინი ქამბექი შემოგვთავაზა.
ორი გაშვებული გოლის შემდეგ, უპირატესობა თავიდან ბოლომდე კომპანის გუნდის მხარეს გადავიდა, რასაც 65-ე წუთზე იაკუბ კამინსკიმ საკუთარ კარში გატანილი გოლი, ხოლო 82-ე წუთზე სერჟ გნაბრის გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა.
კომპანის გუნდი ახალ სეზონს საკმაოდ მძიმედ, მაგრამ მაინც 3 ქულით იწყებს.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









