მილანის 26 წლის ფრანგი განაპირა მცველით, ტოპ კლუბები ინტერესდებიან. ბაიერნი, მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი ტეო ერნანდესის დამატებას ზაფხულში შეეცდებიან. ბაიერნის ინტერესი ტეოს მიმართ, ახალი ამბავი არაა. გერმანული გრანდის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ. "რეკორდამაისტერი" ალფონსო დეივისის პოტენციურ შემცვლელს ეძებს და თუ კანადელი ზაფხულში ბაიერნს დატოვებს, გერმანელები ტეოს თაობაზე მილანს, პირველ შეთავაზებას გაუკეთებენ.
რაც შეეხება მანჩესტერულ კლუბებს, დადასტურებულია, რომ ზაფხულში ორივე ეს გუნდი ახალ მარცხენა მცველს დაიმატებს. მათი ინტერესი ერნანდესის მიმართ კი საკმაოდ რეალურია.
რაც შეეხება მილანს, იტალიურ კლუბს ახალ კონტრაქტზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუწყია. ტეოს "როსონერისთან" არსებული ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს და ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელს დარჩენა სურს თუ ახალ გამოწვევაზე ფიქრობს.
ტეო ერნანდესის სატრანსფერო ფასი €85-90 მილიონია.