"მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ფსონს ყოველთვის "ანდერდოგებზე" ჩამოდის, შესაბამისად, ლაციოსგან სიურპრიზებს ველოდები. ბოლო დაპირისპირებისგან განსხვავებით, ბევრად კარგ მატჩებს ველოდები. ფავორიტი, რა თქმა უნდა, ბაიერნია და დიდი ალბათობით მომდევნო ეტაპზეც ისინი გავლენ, თუმცა სტადიო ოლიმპიკოზე დიდ ზეიმს ველოდები, ქომაგებს შეუძლიათ ფეხბურთელებს დიდი დახმარება გაუწიონ. მსგავს გულშემატკივრობას ბევრგან ვერ შეხვდებით."
"ლაციოს ბევრი საინტერესო მოთამაშე ჰყავს - იმობილე, ლუის ალბერტო, ლაძარი, ფელიპე ანდერსონი, ესენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც აფეთქება შეუძლიათ, რაც პრობლემებს გამოიწვევს. კი, ბაიერნს უფრო მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ ლაციოს სარი ავარჯიშებს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. დიდი ხანია ვაკვირდები და მისი სათამაშო ფილოსოფია ძალიან მომწონს, ლაციოშიც დიდი სამუშაო გასწია, მისი წყალობით დღეს გუნდი ასეთ დონემდეა მისული."









