ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში პარის სენ-ჟერმენი საკუთარ კედლებში მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა. პირველად ისტორიაში მოხდა, როცა პსჟ-მ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ერთ მეტოქესთან ზედიზედ 5 მატჩი წააგო. "რეკორდმაისტერი" ფრანგულ კლუბს 2021 წლის 13 აპრილიდან უგებს.
დიახ, "ლურჯ-წითლებმა" ალიანც არენას ბინადრები დაამარცხეს გასულ ზაფხულს, თუმცა ეს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. ფრანგული კლუბის ქომაგებს ახსოვთ ზედიზედ 6-თამაშიანი წაგებათა სერიაც, რომელიც იყო ტურინის იუვენტუსთან, 1989-1997 წლებში, მაგრამ არა მთავარ საკლუბო ტურნირზე, არამედ უეფას თასსა და თასების თასზე.
ჩემპიონთა ლიგაზე კი როგორც აღვნიშნეთ, ლუის ენრიკეს გუნდისთვის ეს ანტირეკორდია. უკანასკნელი გამარჯვება თარიღდება 2021 წლის 7 აპრილით, როცა პარკ დე პრენსის ბინადრებმა ჰანსი ფლიკის გუნდს 3:2 მოუგეს.









