მას შემდეგ რაც ბაიერნს დაახლოებით 10-მდე მწვრთნელმა უთხრა უარი, "რეკორდამისტერი" სარისკო ნაბიჯის გადადგმას აპირებს. გერმანული გრანდი ბოლო რამდენიმე საათია ბელგიელის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და როგორც იწერება, საკმაოდ დიდი შანსია მხარეებმა შეთანხმებას, უახლოეს პერიოდში მიაღწიონ.
ვინსენ კომპანი ამჟამად ბარნლის მთავარი მწვრთნელია. მისთვის და მისი გუნდისთვის 2023/24 სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა და გუნდი ჩემპიონშიპში დაქვეითდა.









