ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში საკმაოდ საინტერესო მატჩები გაიმართება.
ყველას ყურადღება პარზისკენ და ლივერპულისკენ იყო. პარიზში პსჟ-მ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი ლუის დიასი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. პარიზელებიდან ჟოაო ნევეჩმა გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო.
ლივერპულმა მადრიდის რეალი მაკალისტერის ერთადერთი გოლით დაამარცხა, მამარდაშვილმა სამეფო კლუბთან კარი მშრალად შეინახა.
დაძაბული გამოდგა ტურინში გამართული მატჩი, სადაც იუვენტუსმა სპორტინგს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ატლეტიკო - როიალ უნიონი 3:1
გოლები: ალბარესი 39' გალაჰერი 72' სიკესი 80' ლორენტე 90'
ბოდო გლიმტი - მონაკო 0:1
გოლები: ბალოგუნი 43'
იუვენტუსი - სპორტინგი 1:1
გოლები: არაუხო 12' ვლაგოვიჩი 34'
ლივერპული - რეალი 1:0
გოლები: მაკალისტერი 61'
ოლიმპიაკოსი - პსვ 1:1
გოლები: მარტინსი 17' პეპი 90'
პსჟ - ბაიერნი 1:2
გოლები: დიასი 4' 32' ნევეში 74'
ტოტენჰემი - კოპენჰაგენი 4:0
გოლები: ჯონსონი 19' ოდებერტი 51' ვან დე ვენი 64' პალინია 67'









