აღსანიშნია, რომ პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, რასაც მოჰყვა "რეკორდმაისტერის" დაუნდობელი, 5-ბურთიანი პასუხი.
ბავარიას მხრიდან გოლები გაიტანეს ჰარი კეინმა, ჯამალ მუსიალამ (დუბლი), სერჟ გნაბრიმ და მატიას ტელმა.
ამ მოგების შემდეგ, ტომას ტუხელის გუნდმა ლევერკუზენის ბაიერთან სხვაობა შეამცირა შვიდ ქულამდე, თუმცა ბუნდესლიგის ლიდერს თავისი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.











