შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო პირველი გოლი 65-ე წუთზე გავიდა - თავი რაფაელ გერერომ გამოიჩინა. 93-ე წუთზე მეტოქის კარი ტომას მიულერმა აიღო და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.
29 ტურის შემდეგ ბაიერნს 63 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ლევერკუზენს 13 ქულით ჩამორჩება. კიოლნი კი 22 ქულით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ბაიერნი უნიონ ბერლინს ესტუმრება, ხოლო კიოლნი დარმშტადტს უმასპინძლებს.









