"ჩემს კარიერაში არაფერს ვნანობ. ყველა შეცდომა, რაც კარიერის განმავლობაში დავუშვი, იყო ჩემი არჩევანი, რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდაში დამეხმარა... შესაბამისად არაფერს ვნანობ. არ ვნანობ ბარსელონაში წასვლას და არც იმას, რომ რეალ მადრიდს უარი ვუთხარი. ეს არჩევნი გულით გავაკეთე.
მინდოდა მესისთან თამაში — ბარსა იყო გუნდი, რომელიც მიყვარდა. ყოველთვის ვუყურებდი, როცა პატარა ვიყავი. რონალდინიოს ეპოქიდან ყოველთვის ვამბობდი: მინდა იქ თამაში და ასეც მოხდა. რეალ მადრიდში თამაშს სერიოზულად განვიხილავდი, მაგრამ გულით რაც მსურდა, მაინც ის გავაკეთე, ავირჩიე ბარსელონა."

"ბარსაში პირველი 6 თვე მუცელში პეპლებით გავატარე. მე ძალიან დაბნეული ვიყავი... არც დრიბლინგი გამომდიოდა, ვერც ხალხს ვატყუებდი, ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი... იყო დღეები, როდესაც სასოწარკვეთილი ვიყავი. ერთხელ ბილბაოს ატლეტიკთან მატჩის დროს, საკუთარ თავზე გაბრაზებული შევედი გასახდელში, ისე ცუდად ვთამაშობდი. საპირფარეშოში შევედი, ვტიროდი და ვფიქრობდი - რას ვაკეთებ? შემდეგ კარზე კაკუნის ხმა გავიგე... ეს მესი იყო.
მან მკითხა: რატომ ტირი? ვუპასუხე, არაფერია, მე კარგად ვარ.
შემდეგ მოვიდა დანი ალვეში და მესიმ თქვა: დამშვიდდი, ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ. ჩვენ გვსურს, რომ საუკეთესო ფეხბურთი ითამაშო, როგორც სანტოსში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. თუ რამე დაგჭირდება, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს
ამის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი და ყველაფერი შეიცვალა."

"მე ბარსელონა იმის გამო არ დავტოვე, რომ საუკეთესო გავმხდარიყავი პსჟ-ში. მესიმ მკითხა: რატომ მიდიხარ? გსურს გახდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? მე შემიძლია გაგხადო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, არაა აუცილებელი წასვლა.
მე ვუთხარი მას არა, აქ სხვა მიზეზია, ეს პირადულია.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ პსჟ-ს შემოთავაზება ფინანსურად ძალიან კარგი იყო, პლიუს ამას პარიზში ბევრი ბრაზილიელი თამაშობდა და ვიფიქრე, ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ბრაზილიელებთან თამაში მინდოდა — პარიზში ტიაგო სილვა, დანი ალვეში, მარკინიოსი და ლუკას მოურა მელოდებოდნენ. ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ."

"მბაპესთან პრობლემები არ მქონია, მაგრამ როდესაც მესი მოვიდა, ვფიქრობ, რომ ცოტათი გაბრაზდა...
კილიანთან მქონდა პირადი პრობლემები, რამდენჯერმე ვიჩხუბეთ კიდევაც, მაგრამ სერიოზული არაფერი მომხდარა. მას "ოქროს ბიჭს" ვეძახდი, ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა... ვეხმარებოდი და ყოველთვის მქონდა მისი იმედი. მასთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი. როდესაც ლეო პსჟ-ში მოვიდა, ვფიქრობ მას ცოტათი შეშურდა. სწორედ აქედან დაიწყო მინი კონფლიქტები, მბაპე ამ პერიოდიდან შეიცვალა.

რა მოხდა პსჟ-ში? ეგო. ყველაფერი ეგოს ბრალია. ფიქრი, რომ საუკეთესო ხარ. გვიან მივხვდი, რომ მარტო თამაში არ შეიძლებოდა... მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაში არ შეიძლება. დღეს თუ ყველა ერთად არ თამაშობს, ტიტულების მოგება შეუძლებელია".

"საუდის არაბეთი? ამ ქვეყანამ გამაოცა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ საუდის არაბეთში დარჩენის შესაძლებლობა არსებობს.
ვნახოთ, 6 თვეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს"