მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი ტონი კროოსი ბარსელონას ამ სეზონის ფორმას აფასებს და გუნდის მინუსებზე საუბრობს.
"ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი თამაშის სტილი აქვს და ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო.
თუმცა ისინი დიდ რისკზე მიდიან, რადგან თუ იამალს, რაფინიას და პედრის თამაში არ წაუვიდათ, სერიოზული პრობლემები ექმნებათ და შედეგს ვერ აღწევენ. ასე იყო გასულ წელს ინეტრთანაც.
შეიძლება ეს ყველაფერი ლა ლიგის მატჩებში ვერ ვნახოთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონა ძლიერ მეტოქეს აუცილებლად შეხვდება და ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ", - განაცხადა კროოსმა.









