ლა ლიგის მეშვიდე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში უმასპინძლა რეალ სოსიედადს, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 43-ე წუთამდე იგებდნენ სან სებასტიანელები, მაგრამ მოგვიანებით, კატალონიელებმა ქამბექი შემოგვთავაზეს.
"ბლაუგრანას" მხრიდან ანგარიში გაათანაბრა ჟიულ კუნდემ, გამარჯვების გოლი კი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. ამ მოგებით, ლა ლიგაში შეიცვალა ლიდერი: კამპ ნოუს ბინადრებმა პირველი პოზიციიდან ჩამოაქვეითეს მადრიდის რეალი, რომელმაც ამ ტურში მეზობელ ატლეტიკოსთან წააგო.
ბარსელონა 2:1 სოსიედადი
გოლები: 0:1 ალვარო ოდრიოსოლა 31', 1:1 ჟიულ კუნდე 43', 2:1 რობერტ ლევანდოვსკი 59'.









