ბარსელონაში ტრავმების ეპიდემია გრძელდება. როგორც კატალონიური კლუბის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რაფინიას დაზიანება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და გამოცდილი ბრაზილიელი ფეხბურთელი 3-დან 4 კვირამდე გამოტოვებს.
რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, რომელიც ჰანსი ფლიკმა ტრავმის გამო დაკარგა — ჟოან გარსიამ დაზიანება ლა ლიგის ბოლო ტურში მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით 4-6 კვირა ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, ტრავმები აწუხებთ ბარსელონას კიდევ 4 ფეხბურთელს, კერძოდ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ალეხანდრო ბალდეს, ფერმინ ლოპესსა და გავის.









