ოფიციალურად — ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩი ბარსელონასა და ოსასუნას შორის გადაიდო! როგორც გაირკვა, ბარსელონას ერთ-ერთი ექიმი, კარლოს მინიარო გარსია სასტუმროში ტრაგიკულად გარდაიცვალა, რის გამოც ფეხბურთელებმა მატჩის გადადება მოითხოვეს. კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა ლა ლიგას შეხვედრის გადადების მიზნით მიმართეს, რაზეც თანხმობა უკვე მიიღეს.
შეგახსენებთ, ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგას 57 ქულით ლიდერობს. კატალონიელები ატლეტიკო მადრიდს 1, ხოლო რეალ მადრიდს 3 ქულით ასწრებენ. რაც შეეხება ოსასუნას, ვისენტე მორენოს გუნდი 33 ქულით, მე-11 პოზიციაზე იმყოფება.
როდის გაიმართება დღეს გადადებული მატჩი, ამ მომენტისთვის უცნობია.