ბარსელონა-კვარაცხელიას თაობაზე LaGazzetta.ge-მ ინფორმაცია ერთ თვის წინ მიიღო. კატალონიურ კლუბსა და ნაპოლის შორის პირველი კონტაქტი რამდენიმე კვირის წინ შედგა, დეკუმ და მისმა გუნდმა ხვიჩას შესახებ ყველა ინფორმაცია მიიღო: ახალი კონტრაქტის დეტალები, ფეხბურთელის და ნაპოლის სურვილი და ა.შ.
იტალიური კლუბი ხვიჩას ახალ კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე სთავაზობს, რაც შეეხება ხელფასს, "პარტენოპეი" მზადაა ფეხბურთელს მინიმუმ €4.5 მილიონი შესთავაზოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ბარსელონა-კვარაცხელიას თაობაზე ჩვენთვის უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.











