ესპანეთის ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში, მოქმედი ჩემპიონი, ბარსელონა მალიორკას ესტუმრა და მეტოქე მარტივად, 3-0 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში ჰანსი ფლიკის გოლმა დებიუტშივე გახსნა — მე-7 წუთზე იამალის პასით რაფინიამ გაიტანა, ხოლო 23-ე წუთზე ფერან ტორესმა აიღო მეტოქის კარი და კატალონიელები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ. მატჩის ბოლო, 94-ე წუთზე თავი იამალმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 0-3 დააფიქსირა.
მალიორკა 0-3 ბარსელონა
გოლები: 0-1 რაფინია (7'), 0-2 ფერან ტორესი (23'), იამალი (90+4')
ლა ლიგის წლევანდელი სეზონის მეორე ტურში, კატალონიური გრანდი ლევანტეს ესტუმრება, ხოლო მალიორკა სელტას უმასპინძლებს. ორივე მატჩი 23 აგვისტოს გაიმართება.









