ლა ლიგის მეხუთე ტურში ბარსელონამ ხეტაფე 3:0 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან დუბლი შეასრულა ფერან ტორესმა, ასევე ერთი გოლი დანი ოლმომ გაიტანა. კატალონიელები აგროვებენ 13 ქულას და მე-2 პოზიციაზე რჩებიან, წინ კი მადრიდის რეალია, რომელსაც 5/5 მოგება აქვს.
"ბლაუგრანას" შემდეგი მოწინააღმდეგეები იქნებიან რეალ ოვიედო და რეალ სისიედადი, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე პარის სენ-ჟერმენი.
ბარსელონა 3:0 ხეტაფე
გოლები: 1:0, 2:0 ფერან ტორესი 15', 34', 3:0 დანი ოლმო 62'.









