ლა ლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ მატჩში ბარსელონამ საკუთარ კედლებში მიიღო მადრიდის ატლეტიკო, რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა. პირველი ბურთი შეაგდო "როხიბლანკომ", ალექს ბაენას დახმარებით, რასაც მოგვიანებით რაფინია ბელოლის გოლი მოჰყვა. შეხვედრის პირველ ნახევარში ფრე დაფიქსირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში კატალონიელებმა დიეგო სიმეონეს გუნდს ორი უპასუხო ბურთი შეუგდეს. მეტროპოლიტანოს ბინადრების კარი ჯერ აიღო დანი ოლმომ, შეხვედრის მიწურულს კი ფერან ტორესმა. ამ მოგებით, "ბლაუგრანა" პირველ პოზიციაზე რჩება.
ბარსელონა 3:1 ატლეტიკო
გოლები: 0:1 ალექს ბაენა 19', 1:1 რაფინია 26', 2:1 დანი ოლმო 65', 3:1 ფერან ტორესი 90+6'.









