ჰანსი ფლიკის გუნდიდან კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი რაფინიამ გაიფორმა, ხოლო თითო გოლი ლევანდოვსკიმ, კოუნდემ, ოლმომ და ფერან ტორესმა გაიტანეს.
4 მატჩის შემდეგ, ბარსელონა სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს და შემდეგ ტურში კატალონიელები ჟირონას ესტუმრებიან. ვალიადოლიდი კი 4 ქულით მე-12 ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩში სელტას დაუპირისპირდება.









