შეხვედრის ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა — თავი იამალმა გამოიჩინა, რომელმაც ზუსტად 7 წუთში დუბლი გაიფორმა და ბარსელონა შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის დებიუტში, 47-ე წუთზე ჟირონას კარი ოლმომ აიღო, ხოლო 64-ე წუთზე გოლი პედრიმაც გაიფორმა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა. მე-80 წუთზე, სტუანიმ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
5 მატჩის შემდეგ, ბარსელონა სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს — ფლიკის გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ კედლებში ვილიარეალს უმასპინძლებს.









