მარცხის მიუხედავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში საკმაოდ დიდი წინსვლა განიცადა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამ ტურნირზე ჯამში 61 ქულა მოაგროვა და 585-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ნიკოლოზი ამ ტურნირის შემდეგ ძალებს ნეაპოლის ჩელენჯერზე სცდის, სადაც ქართველი ძირითად ბადეში იქნება. ბასილაშვილი პირველ წრეში ტუნისელ აზიზ დუღაზს შეხვდება.









