იტალიელმა სპეციალისტმა სამეფო კლუბში ახალ ექსპერიმენტს მიმართა, რაც სელტასთან მატჩში გამოიყენა. როგორც გვახსოვს, ის შეხვედრა რეალმა 2:1 მოიგო.
"ბელინგემს რეალში ახალი როლი აქვს. ის შედარებით მარჯვნიდან თამაშობს და ამის მიზეზი მბაპეა. კილიანს მარცხნიდან თამაში უყვარს, რადგან ის და ვინისიუსი ერთმანეთს იდეალურად ეწყობიან. მარჯვნიდან კი ბელინგემი და როდრიგო გვყავს.
ვფიქრობ, ეს ტაქტიკა ბევრად გამართლებულია, რადგან ჩვენს შემტევებს მეტი თავისუფლება აქვთ. წინა ტურში მბაპემ გოლიც გაიტანა.
რაც შეეხება ბელინგემს, წელს ის შედეგიანი ქმედებებით არ გამოირჩევა, მაგრამ პრობლემა არ არის, რადგან ჯუდს ახალი დავალებები აქვს და მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებს. იქნება ეს საკვანძო გადაცემები, ჩაჭრები თუ ზონების გახსნა", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შემდეგ შეხვედრას რეალი ჩემპიონთა ლიგაზე, დორტმუნდის წინააღმდეგ გამართავს და სავარაუდოდ, ტაქტიკა უცვლელი იქნება.









