ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გიორგი მამარდაშვილია. ქართველი მეკარის სატრანსფერო ფასმა 5 მილიონი ევროთი მოიმატა და 35 მილიონი ევრო გახდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მამარდაშვილი ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. შესაბამისად, ქართველი მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად შეფასებულ ფეხბურთელებს შორის მოხვდა.
საუკეთესოთა შორის ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ბელინგემი, ვინისიუსი, იამალი და სხვები არიან.










