დღეს ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა.
რამაზ ზოიძემ (77კგ.) ფინალში იასპარეზა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ქართველმა გადამწყვეტ შეხვედრაში ოთხგზის ევროპისა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან, სომეხ მალხას ამოიანთან წააგო.
შეგახსენებთ, დღეს ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ვვახტანგ ლოლუამ (55კგ.).
ხვალ ქართველთაგან ფინალში იური ლომაძე (72 კგ.) იასპარეზებს. ბრინჯაოსთვის კი გელა ბოლქვაძე (82 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67კგ) იბრძოლებენ.









