მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. გოგამ პარკეტზე 21:39 წუთი გაატარა, რა დროშიც 25 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 10 ქულა მოუტანა, 12 მოხსნა შეასრულა და 3 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი.
იხილეთ გოგა ბითაძის გამორჩეული მომენტი გუშინდელი მატჩიდან
იხილეთ გოგა ბითაძის გამორჩეული მომენტი გუშინდელი მატჩიდან
Goga Bitadze putback slam 💥 pic.twitter.com/qpKPtMidK9
— Orlando Magic (@OrlandoMagic) November 10, 2024
პარკეტზე საუკეთესო ვაშინგტონის მოთამაშე ჯორდან პული იყო, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში შარლოტ ჰორნეტს დაუპირისპირდება. მატჩი 13 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









